FT: ევროკავშირში უნგრეთის წინააღმდეგ რუსეთისთვის ვიზების გამარტივების გამო ზომების მიღებას ითხოვენ
„ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ მანფრედ ვებერმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს წერილი მისწერა, რომელში ითხოვს, რომ ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას სთხოვს, რადგან მან რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი ავრცელებს.
ვებერი მიიჩნევს, რომ უნგრეთის ასეთი ნაბიჯი უფრო მეტი რუსის შემოდინებას შეუწყობს ხელს და ევროკავშირის უსაფრთხოებას პრობლემებს შეუქმნის. ევროკავშირში შესაძლოა რუსი ჯაშუშებიც შემოვიდნენ.
„ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მოუწოდებს მიშელს გაატაროს ყველაზე მკაცრი ზომები, რათა შენგენის ზონის ერთიანობა დაცული იყოს. ვებერი სთხოვს მიშელს, რომ უნგრეთის ეს ნაბიჯი ევროკავშირის ლიდერების ოქტომბრის სამიტზე იყოს განხილული.
უნგრეთმა 29 ივლისს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის გამარტივებული წესი აამოქმედა. რუსებს და ბელარუსებს უნგრეთში ორწლიანი ბინადრობის მიღება შეეძლებათ. მათ ასევე ექნებათ უფლება უნგრეთში საცხოვრებლად ოჯახის წევრები გადმოიყვანონ და სამ წელიწადში მუდმივი ბინადრობის მოწმობა მიიღონ.