თეგებით ძიება

„საქსტატი“: წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ 7.5%-ით გაიზარდა

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ გაიზარდა 7.5%-ით, 2024 წლის იანვარ-ივნისის რეალური ზრდა კი 9%-ია. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

„2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში", - აღნიშნავს საქსტატი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა