თეგებით ძიება
01. 08. 2024 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური, მუჰამედ დეიფი ლიკვიდირებულია

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური, მუჰამედ დეიფი, ლიკვიდირებულია.

როგორც ისრაელელი სამხედროები ამტკიცებენ, დეიფი 13 ივლისს ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა.

„ჰამასში“ ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.

ისრაელის მტკიცებით, დეიფი იყო „ჰამასის“ ლიდერებიდან ერთ-ერთი, ვინც 2023 წლის შვიდ ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში იყო ჩართული.

მოჰამედ დეიფი „ჰამასის“ სამხედრო ფრთის, „ალ-ქასემის“ ბრიგადების მეთაური იყო. ის ისრაელმა 1989 წელს დააპატიმრა, რის შემდეგაც მან „ჰამასის“ სამხედრო ფრთა ჩამოაყალიბა და მიზნად ისრაელელი სამხედროების დატყვევება დაისახა.

ისრაელი მოჰამედ დეიფს 1996 წელს ავტობუსებზე თავდასხმის ორგანიზებაშიც ადანაშაულებდა, რომელსაც ათობით ისრაელელი ემსხვერპლა.

როგორც ასევე ცნობილია, დეიფი აქტიურად მონაწილეობდა ღაზის სექტორში მიწისქვეშა გვირაბების მოწყობაშიც.

აღსანიშნავია, რომ მოჰამედ დეიფის ლიკვიდაციის შესახებ ცნობა ისრაელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც 31 ივლისს თეირანში ლიკვიდირებულია „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე. ასევე, ბეირუთში მოკლულია „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი, სამხედრო მეთაური ფაუდ შუქრი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა