თეგებით ძიება

"ფორთოხლის გამყიდველ", აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინეს

"ფორთოხლის გამყიდველ", აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინეს - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მისულ გუგუჩიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს და 154-ე მუხლის პირველის ნაწილით წარუდგინეს, რაც ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას გულისმობს. 

ვიტალი გუგუჩია "პირველებთან" აცხადებს, რომ მას სისტემისა და "ნასეტკების" ხელით ებრძვიან, თუმცა მოქალაქის თქმით, მიუხედავად "ცრუ ბრალდებებისა, თავის დახრას" და დანებებას არ აპირებს.

დღეს დამიკავშირდა გამომძიებელი. მითხრა, რომ ორი მუხლით უნდა წამიყენონ ბრალი. ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა. პატარა ადამიანები სიტყვით ვერ მომერივნენ და გადაწყვიტეს, სისტემის ხელით და ნასეტკების ხელით შურისძიება ჩემზე. ეს იყო სამი მანქანით მოსვლა, თავისი ზონდერებით, თავისი ვითომ ოპერატორებით და ბინძური ბრალდებებით. ველოდები იმას, რომ ამ ორი მსუბუქი მუხლის გამო შეუძლიათ, დამაპატიმრონ, ან შეუძლიათ, არც დამაკავონ და გირაო შემიფარდონ. ყოველი შემთხვევისთვის, არც ერთი მუხლის შემადგენლობაში ჩემი მოქმედება არ ჯდება. არ ვაპირებ თავის დახრას და ამ რუსებისთვის ჩემი შვილების მომავლის ხელში ჩაგდებას", - ამბობს ვიტალი გუგუჩია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა