თეგებით ძიება

სად ღირს ბინები ყველაზე იაფი? - კვადრატულის ფასი თბილისში 3 ათასიდან 6 ათას ლარამდეა

2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

„საქსტატის“ მონაცემებითვე, 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (4.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.6 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მე-2 კვარტალში ახალაშენებული საცხოვრებლების სეგმენტში 1 კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით ასეთი იყო:

  • მთაწმინდა - 5 737 ლარი;
  • ვაკე - 5 247 ლარი;
  • საბურთალო - 4 037 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3 960 ლარი;
  • დიდუბე - 3 648 ლარი;
  • კრწანისი - 3 635 ლარი;
  • ნაძალადევი - 3 581 ლარი;
  • ისანი - 3 449 ლარი;
  • გლდანი - 3 425 ლარი;
  • სამგორი - 3 232 ლარი.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზემოთაღნიშნული ფასები წარმოადგენს გასაყიდ ე.წ. შეთავაზების ფასს.

წყარო: bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა