"ქულა რომ დავინახე, ისე დავიყვირე, მეზობელს ყური გავუხეთქე“ - აბიტურიენტმა, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა, ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში, უმაღლესი შეფასება მიიღო
ეს 17 წლის გიორგი ზარქუაა, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა. გიორგი აბიტურიენტია. ის სწავლის გაგრძელებას თსუ-ში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აპირებს. გიორგი ხელების გარეშე დაიბადა და ეროვნული გამოცდები სპეციალიზებულ პირობებში ჩააბარა. მან ყველა საგანში მაქსიმალური შეფასება მიიღო.