თეგებით ძიება

როგორია ივლისის თვის სტატისტიკა უძრავი ქონების ბაზარზე

ივლისის თვეში, დედაქალაქის ძველ უბანში, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ღირს, ყველაზე ნაკლები ბინა გაიყიდა. უფრო კონკრეტულად, მთაწმინდაზე ივლისში, სულ 52 ბინა გაიყიდა.

ასეთია “გალტ ენდ თაგართის“ ივლისის თვის მიმოხილვა უძრავი ქონების ბაზარზე, კვლევის მიხედვით, თბილისში მიმდინარე წლის ივლისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 22%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, დედაქალაქში 2024 წლის ივლისში 2 957 ბინა გაიყიდა, შარშან იმავე პერიოდში კი 3 785.

ამასთანავე, წელს, ივლისში რაოდენობრივად ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, ყველაზე ცოტა კი მთაწმინდაზე. კერძოდ, თბილისის რაიონების მიხედვით, ივლისში გაყიდული ბინების რაოდენობა ასე გამოყურება:

  • მთაწმინდა – 52 ბინა;
  • ვაკე – 94 ბინა;
  • ჩუღურეთი – 75 ბინა;
  • საბურთალო -489 ბინა;
  • კრწანისი – 100 ბინა;
  • ისანი – 226 ბინა;
  • დიდუბე – 357 ბინა;
  • ნაძალადევი – 259 ბინა;
  • გლდანი – 267 ბინა;
  • სამგორი – 460 ბინა;
  • დიდი დიღომი – 515 ბინა;
  • ვაშლიჯვარი – 63 ბინა;

რაც შეეხება საფასო კატეგორიას, საშუალო შეწონილი ფასი მიმდინარე წლის ივლისში 1 კვ.მ-ზე 1 271 დოლარი იყო, ხოლო გასული წლის იმავე თვეში 1 138, რაც ნიშნავს იმას, რომ ფასი 11.6%-ით არის გაძვირებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა