თეგებით ძიება

სასტიკი დანაშაული გურიაში - 70 წლამდე კაცი ფერმაში ნაწამები იპოვეს

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გუ­რი­ა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მკვლე­ლო­ბას წინ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ტ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 აგ­ვის­ტოს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე 1958 წელს და­ბა­დე­ბულ თ.ს.- ს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად თ.ს. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ციით, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მოქ­მე­დი სამ­ხედ­როა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "პირ­ვე­ლებს" უყ­ვე­ბი­ან, მოკ­ლუ­ლის ნა­წა­მე­ბი ცხე­და­რი მი­სი­ვე ფერ­მა­ში იპო­ვეს. მა­მა­კაცს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბა. ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას ბრალ­დე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რით იღებ­და.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა