დონალდ ტრამპის თვითმფრინავი მონტანას შტატში ავარიულად დაეშვა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მონტანას შტატში. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი ტექნიკური შეფერხება იყო.
დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო აქციაზე ბოზმენში მიემართებოდა. თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გამო კი მონტანას შტატის, ქალაქ ბილინგში მოუწია ჩასვლა, რის შემდეგაც ტრამპი სხვა კერძო თვითმფრინავით ბოზმენში გაფრინდა. ქალაქი ბილინგი 150 მილის მოშორებითაა ბოზმენიდან.
მომხდარის გამო ტრამპს ამომრჩეველთან შეხვედრაზე რამდენიმე საათით დააგვიანდა.