თეგებით ძიება

„ძალადობა ყველა მილევადი რეჟიმის ხელწერაა“ - ნიკა მელია მასზე თავდასხმაზე

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი სამტრედიაში მასზე განხორციელებულ თავდასხმას ხელისუფლების მხირდან ძალაუფლების დაკარგვის შიშს უკავშირებს. ნიკა მელიას თქმით, ძალადობა ყველა მილევადი რეჟიმის ხელწერაა, თუმცა ეს პრაქტიკა 26 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება. 

ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე და ივანიშვილის რეჟიმი არ არის განსხვავებული ამ მხრივ. ტრაგედია ის არის, რომ ყველა ხელისუფლება, ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. თუმცა, წელს, 26 ოქტომბერს დასრულდება არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, დასრულდება ყველა ის პოლიტიკური, მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც უარსებია ამ ქვეყანაში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში და გაიმარჯვებს კოალიცია. შეუძლებელია ეს ქვეყანა ივანიშვილმა გადააქციოს პროვინციალურ ფეოდალიზმად, შეუძლებელია ამ ქვეყანაში ხალხის ნება არ აისახოს 26 ოქტომბერს არჩევნების შედეგებში. ეს არის გარდაუვალი, სჭირდება ამ ყველაფერს რწმენა. გამარჯვება იწყება რწმენით და ნებისმიერი დაქირავებული კალაძე-ივანიშვილის მიერ ტიტუშკა, ბუნებრივია, ისტორიულ მისწრაფებებს ვერ აღმოფხვრის ამ ქვეყანაში და ამ სიტორიულ მომენტში ქართველი ხალხი თავის მართალ სიტყვას იტყვის, - ამბობს ნიკა მელია. 

კოალიცია "ცვლილელებისთვის" ლიდერზე თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო. ამის მიუხედევად, უწყება არ ამბობს, იდენტიფიცირებული ჰყავს თუ არა თავდამსხმელი და გამოკითხეს თუ არა ის. ფაქტია, რომ ნიკა მელიას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს და არც მისი ჩვენებით დაინტერესებულა ვინმე. 

თავდამსხმელის იდენტიფიცირება კოალიცია "ცვლილელებისთვის"-მა მოახერხა. კოალიციის ინფორმაციით, საბა ნიკოლეიშვილი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა