შინდისის გმირების თარიღიც გადაწიეს ერთი დღით გვიან. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ამასაც კი დეტალური გამოძიება სჭირდება - მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“
შინდისის გმირები თარიღიც გადაწიეს ერთი დღით გვიან. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ამასაც კი დეტალური გამოძიება სჭირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პოლიტიკური პასუხი ერთია, ამას ვაკეთებთ მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ სწორედ ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასებაც. ჩაღრმავებული სამართლებრივი შეფასებაც.
წლების განმავლობაში 8 აგვისტო იყო 8 აგვისტო, ფილმიც გადაიღეს 08.08.08, მერე რაღაცის გამო გახდა 7. რა არის ეს რაღაცა. შინდისის გმირების ისტორია 11-ში დაიწერა ხომ? იქ ამბები ხდებოდა, სათითაო ეპიზოდის, წამების სიზუსტით გადმოცემის შემთხვევაში ადამიანს არაბუნებრივი ქართული, გმირული საქციელისგან გამოწვეული ემოცია რომ არ დაგეუფლოს, წარმოუდგენელია. ეს თარიღიც გადაწიეს ერთი დღით გვიან. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ამასაც კი დეტალური გამოძიება სჭირდება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
აგვისტოს ომის დაწყების თარიღის შეცვლის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია შინდისის გმირების მემორიალთან ერთი დღის დაგვიანებით მიდის. ცნობილია, რომ ქართველი მებრძოლები შინდისთან 2008 წლის 11 აგვისტოს ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ და სწორედ 11 აგვისტოა მათი გმირობის თარიღი.