საქართველოს პრეზიდენტი მოხალისე დამკვირვებლების კამპანიას შეუერთდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოხალისე დამკვირვებლების კამპანიაში ჩაერთო და მოქალაქეების ინფორმირება სოციალური ქსელის საშუალებით დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურად მონაწილეობს, ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ერთგვარ "რეფერენდუმსაც" უწოდებს, სადაც მოქალაქეებმა არჩევანი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და წარსულს შორის უნდა გააკეთონ.
მან, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, 5 აგვისტოს დებატებში გამოიწვია.