იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 564.5 მილიონი დოალრი შეადგინა, რაც წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6%-ით მეტია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის 2024 წლის წლის იანვარ-ივლისის ექსპრეს მონაცემებს აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის მაჩვენებელზე 1.6 პროცენტით მეტია.
„აქედან, ექსპორტი 3 530.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 1.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 2.9 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ივლისში 5 504.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8 პროცენტია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც საქსტატაში აცხადებენ, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.