თეგებით ძიება
13. 08. 2024 მსოფლიო

"ეს ბრძოლა წაგებულია" - უკრაინის არმია სრულად აკონტროლებს ქალაქ სუჯას

კურსკის ოლქის ერთ-ერთი რაიონული ცენტრის, სუჯის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინული ჯავშანტექნიკა გამოჩნდა, რაც ЗСУ-ს მიერ ქალაქის სრულ კონტროლზე მეტყველებს. 

ქალაქის დაკავებას ადასტურებენ Z-ბლოგერებიც - "ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ადრე, თუ გვიან ეს უნდა მომდარიყო, ეს ბრძოლა წაგებულია, მაგრამ არ არის წაგებული ოპერაცია"- წერს იური პოდოლიაკა, რომელსაც ტელეგრამ 3 მილიონი გამომწერი ჰყავს. 

კიდევ ერთი Z-ბლოგერის, ცნობით, ЗСУ-ს ქალაქში უკვე შეჰყავს მძიმე ტექნიკა. გარდა ამისა, რუსი ბლოგერები სუჯას ჩრდილოეთით ЗСУ-ს მიერ რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ იუწყებიან, რაც მათი ცნობით, ქალაქის სრულ ოპერატიულ ალყაში ჩავარდნას და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძზე უკრაინელთა კონტროლის დამყარებას ნიშნავს. 

კურსკში საომარი მოქმედებების გაფართოების პარალელურად ევაკუაცია გამოცხადდა ბელოვსკის რაიონში, სადაც გასულ დღეებში Z-ბლოგერების ცნობით, უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული რაზმები შეიჭრნენ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის უკრაინის არმია კურსკის ოლქში 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა