თეგებით ძიება

იანვარ-ივლისში ექსპორტი 1.4%-ით შემცირდა, იმპორტი 2.9%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 3 530.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 1.4%-ით), ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 2.9%-ით). საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5 504.5 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის

19 აგვისტოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა