ეს უნდა იცოდე! - რჩევები ბინის შეძენის მსურველ ემიგრანტებს
ბოლო კვლევით ყოველი მეოთხე ქართველი ემიგრანტია (მოსახლეობის 23%), რაც ჯამში 850,000-ზე მეტ ადამიანს უდრის. მათ ძლიერი გავლენა აქვთ ქვეყნის ეკონომიკაზე, 2021 წელს უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.35 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მშპ-ის 13%-ია. ბუნებრივია ქვეყნას, რომელსაც ამდენი ემიგრანტი ჰყავს, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ მათ შორის უძრავი ქონების ბაზარზე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ რჩევები ბინის შეძენისას.
თითქმის ყველა ემიგრანტი თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ სამშობლოში ბინა იყიდოს. როცა ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტთ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი:
- უნდა გავეცნოთ იმ სამშენებლო კომპანიის ისტორიასა და რეპუტაციას, რომლიც პროექტითაც ვართ დაინტერესებული, რადგან არ აღმოვჩნდეთ უხარისხო მშენებლობის მსხვერპლი;
- ზუსტად გავარკვიოთ ყველა ის პირობა, რომელსაც კომპანია გვთავაზობს. გავესაუბროთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გავიწევს კონსულტაციას. ხშირად სტანდარტული პირობების მიღმა, შეგიძლიათ შეთანხმდეთ ინდივიდუალურ პირობებზეც, ამიტომ არ დაიზაროთ მასთან საუბარი;
- ბინის კონდინცია (შავი, თეთრი, მწვანე);
- ჩაბარების ვადები. ხშირად ემიგრანტებს ურჩევნიათ მშენებარე პროექტი, რათა დროთა განმავლობაში დაფარონ თანხა და სამშობლოში დაბრუნებისას დახვდეთ კეთილმოწყობილი საცხოვრისი. ამ მხრივ კარგია შიდა უპროცენტო განვადება, რომლითაც 2-3 წელი შეგიძლიათ ისარგებლოთ (პროექტის დასრულებამდე);
თანამედროვე ტექნოლოგიური პირობები სრულ შესაძლებლობას გვაძლევს დისტანციურად გავეცნოთ ბინის ნახაზებს და პროექტს, ასევე ონლაინ ჩავერთოდ კომპანიის წარმომადგენელს, ვაკონტროლოთ მშენებლობის პროცესი.
სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი" გთავაზობთ მომხმარებლებზე მორგებულ პირობებს, თავის მასშტაბურ პროექტში "სხვა უბანი - დიდ დიღომში":
- წინასწარი შენატანი 0%-დან;
- თვეში 550 ლარიდან.
მეტი დეტალისთვის ეწვიეთ კომპანიის საიტს ან დაუკავშირდით მარტივ ნომერზე: 71*71*