თეგებით ძიება

გარეუბანი თუ ქალაქის ცენტრი? მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა გარეუბნებში ცხოვრობს, ყველაზე ხალხმრავალი რაიონებიც სამგორისა და გლდანისაა. სწრაფად განვითარებად პერიფერიებში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება უძრავი ქონება. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ სტერეოტიპები დანგრეულია და წარსულს ჩაბარდა უარყოფითი წარმოდგენები, რომლებიც გარეუბანს მხოლოდ ე.წ. საძილე რაიონად აღიქვამდა. ბინის ფასებიც თითქმის გაუთანაბრდა ფართო ცენტრის მაჩვენებელს, ქალაქის ცენტრთან კი უფრო მჭიდროდ დაკავშირდნენ ინფრასტრუქტურულად ვიდრე ადრე.

გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიო გარეუბანი საცხოვრებლად:

  • გარეუბანი მეტად კომპაქტურია, რაც ნიშნავს ნაკლებ სიმჭიდროვესა და მეტ თავისუფალ სივრცეს. ასევე ხელმისაწვდომ საპარკინგე ადგილს;
  • მეტი მწვანე სივრცე და სუფთა ჰაერი. ეს ყველაფერი თქვენი ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა მნიშვნელოვანი;
  • ქალაქის ხმაურისგან იზოლირება, რაც სიმყუდროვესა და მშვიდ ატმოსფეროს შექმნის. ასევე გაგიადვილდებათ ბავშვის უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში გაზრდა;
  • დაზოგავთ დროს ნაკლები საცობის ხარჯზე. გარეუბნების გზები უფრო განტვირთულია, ასევე ავტომობილების ფლობის მაჩვენებელიც შედარებით დაბალი;
  • გარეუბნების ცვლილება და განვითარება სწრაფად ხდება, რაც იძლევა მზარდ საინვესტიციო პოტენციალს;
  • მაღალია ქირავნება, რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა თუ სტუდენტები პირველრიგში გარეუბნებში ეძებენ ბინებს, რაც გაძლევთ შესაძლებლობას მარტივად გააქირავოთ საცხოვრისი და გქონდეთ მუდმივი შემოსავალი;

სამშენებლო კომპანია "სოლუმ დეველოპმენტი" გთავაზობთ მიმზიდველ პროექტს კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში. მიმდინარე პროექტი ორი მონოლითური, თანამედროვე სტანდარტების 12 სართულიანი შენობისგან შედგება. შეგიძლიათ ისარგებლოთ შიდა უპროცენტო განვადებით და თქვენზე მორგებული ინდივიდუალური შემოთავაზებებით.

ისარგებლე აქციით! დაუკავშირდით კომპანიას, ეწვით საიტს ან დარეკეთ ნომერზე: 0322 12 11 11


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა