60%-ზე გაცილებით მეტიც უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც არ უნდათ ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას სთავაზობს - ვოლსკი GORBI-ის კვლევაზე
ვფიქრობ, რომ 60%-ზე გაცილებით მეტიც უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც არ უნდათ ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას სთავაზობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ GORBI-ს კვლევის შედეგების შესახებ.
„გორბის“ კვლევამ აჩვენა ის, რომ საერთაშორისო კვლევები, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტების კვლევები არის ნამდვილი დემოკრატიის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. დიდი რაოდენობის ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის დასახელებული საქართველო მოწინავეთა რიგებში. რა საკვირველია, ეს ყველაფერი „გორბის” კვლევაშიც აისახა. არსებობს ჭიდილი ორ პოზიციას შორის - ერთ მხარეს არის სტაბილურობა და მეორე მხარეს არის დესტაბილიზაცია. ვფიქრობ, რომ 60%-ზე გაცილებით მეტიც უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც არ უნდათ ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას სთავაზობს”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ 59.3%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%.
ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიები კი ერთად - 43 მანდატს.