თეგებით ძიება

ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება ოლიმპიელების სასწრაფოდ დაჯილდოება - სალომე ზურაბიშვილი

ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება ოლიმპიელების სასწრაფოდ დაჯილდოება - ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოვაწყო, როგორც გამოვაცხადე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ოლიმპიადაზა მოპოვებული გამარჯვება ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ერთად, სახალხო ზეიმი უნდა იყოს.

„მინდა ყველას მივულოცო ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება, არამხოლოდ იმათ, ვინც მედლებით დაბრუნდა და ძალიან გაახარა საზოგადოება, არამედ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვმონაწილეობდეთ ამ დონეზე, ამდენი გამარჯვებით. 24-ე ადგილი არ არის ხუმრობა, მთელი საზოგადოება მართლაც ზეიმობს მათთან ერთად.

მინდა, მოგახსენოთ, რომ დღეს, 13:00 საათზე შემატყობინეს, რომ საღამოს 20:00 საათზე იქნებოდა მიღება, ოლიმპიელების დახვედრა და თურმე დაჯილდოება. მე არ მჩვევია კინკლაობა, სხვა დონის პოლიტიკური გასარჩევი საკითხები გაგვაჩნია. როდესაც ვაცილებდით ყველა ერთად, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ მე დავხვდებოდი სექტემბერში როდესაც დაბრუნდებოდნენ.

ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება. ეს არის სერიოზული საქმე, არა აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი. პირველი მიზეზი: ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანეს ქვეყანას, საზოგადოებას, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ, არა ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს. ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოაწყო, როგორც გამოვაცხადე.

მეორე: პარაოლიმპიადა იწყება ახლა, გრძელდება 8 სექტემბრამდე. წარმოუდგენელია, არ ვიცი, ვის ავიწყდება სპორტის მინისტრს, თუ მთავრობას, როგორ შეიძლება ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება, ცალკე სპორტსმენების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მთავარ ოლიმპიურ თამაშებში და ცალკე პარაოლიმპიელები. არა, არანაირი დისკრიმინაცია! ეს მიუღებელია. ყველას ერთად მივიღებთ ხალხი და საზოგადოება, ოლიმპიელები, თუ პარაოლიმპიელები... გელოდებით, სექტემბერში“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა