თეგებით ძიება

შენს ჯანმრთელობას შენი საცხოვრისი განსაზღვრავს! გააკეთე სწორი არჩევანი!

ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც თბილისია მარტივი ნამდვილად არაა იპოვა ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი უბანი. ეკოლოგიური პრობლემები, მოსახლეობისა და განაშენიანების ზრდის პარალელურად იზრდება. ექსპერტები უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს აღემატება და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. უცხო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ ჟანგბადი ჩვენი სასიცოცხლო პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 2016 წლის ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ევროპის ქვეყნებში დაბინძურებული ჰაერის გავლენით, წელიწადში საშუალოდ თითქმის 500,000 ადამიანის ნაადრევი სიკვდილის ფაქტი ფიქსირდება.

თბილისის უბნებში ყოველდღიურად დაახლოებით 600 ათასი ავტომობილი გადაადგილდება. მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთა უბნები რთული საპოვნელია, არსებობს გამონაკლისიც. ამის კლასიკური მაგალითია ვაკის რაიონის ახალგაზრდა უბანი - ბაგები. წლების განმავლობაში თბილისის შეძლებული ფენის მშვიდი ცხოვრების პატარა სავანე - ყოველდღიურად იზდება. ზედმეტი კორპუსებისგან დაზღვეული და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით გამორჩეული ბაგები მაქსიმალურად ახლოსაა ეკოლოგიური უბნის სტატუსთან. დაკვირვებული თვალი მარტივად შეამჩნევს, რომ აქ სულ სხვა ჰაერის ხარისხია ვიდრე მისი რაიონის ცენტრში. ბაგების მოთოვნადობას ისიც უწყობს ხელს, რომ ის ერთდროულად ქალაქის ხმაურისგან იზოლირებულია და ამავდროულად ცენტრთან ძალიან ახლოს მდებარეობს (რამდენიმე წუთი ტრანსპორტით).

ბიმ ჯგუფი - ბაგები

სამშენებლო კომპანია "ბიმ ჯგუფის" (Beam Group) პრემიუმ პროექტი, წყნეთის შესახვევის პირველ ნომერში გთავაზობთ ქალაქის პეიზაჟებით, რეკრეაციული სივრცითა და უსაფრთხო გარემოთინ უზრუნველყოფილ 13 სართულიანი კორპუსს. პროექტი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურითაა გამართული. ბინის შეძენას 49 კვ.მ.-დან შეძლებთ. ისარგებლე სხვადასხვა შემოთავაზებებით და მოქნილი პირობებით! ეწვიე კომპანიის საიტს ან დაუკავშირდით ნომერზე: 032 245 40 04


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა