თეგებით ძიება

"დაგპირდით, რომ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი და აქ ვარ, უსამართლო პატიმრობაში" - მიხეილ სააკაშვილი

მე ვარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ჩემს და­პი­რე­ბებს ყო­ველ­თვის ვას­რუ­ლებ - დაგ­პირ­დით, რომ სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს, ჯან­მრთე­ლო­ბას და უზ­რუნ­ველ ცხოვ­რე­ბას დავ­თმობ­დი თქვენ­თვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერ­დით, უსა­მარ­თლო პა­ტიმ­რო­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ, ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვილ­მა “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პლატ­ფორ­მის ყრი­ლო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ერთ მხა­რეს არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა და სიმ­დიდ­რე ევ­რო­პას­თან და ამე­რი­კას­თან ერ­თად, მე­ო­რე მხა­რეს კი, მო­ნო­ბაა და სი­ღა­რი­ბე.

“ჩემო ამა­ყო, გა­უ­ტე­ხე­ლო სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო ხალ­ხო, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, გა­მარ­ჯვე­ბის გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დრო მო­ვი­და. არას­დროს ყო­ფი­ლა არ­ჩე­ვა­ნი ისე­თი მკა­ფიო, რო­გორც დღეს. ერთ მხა­რეს არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა და სიმ­დიდ­რე ევ­რო­პას­თან და ამე­რი­კას­თან ერ­თად, მე­ო­რე მხა­რეს კი მო­ნო­ბაა, სი­ღა­რი­ბე და შიშ­ში - ცხოვ­რე­ბა რუ­სეთ­თან ერ­თად. ერთ მხა­რე­საა ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბა, ერთ მუ­ჭად შეკ­ვრა, მთლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო და მე­ო­რე მხა­რე­საა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სი­ძულ­ვი­ლი, და­პი­რის­პი­რე­ბა, ხალ­ხის­გან დაც­ლი­ლი, და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო.

ერთ მხა­რე­საა ოჯა­ხე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე მზრუნ­ვე­ლი მთავ­რო­ბა და მე­ო­რე მხა­რეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” კრი­მი­ნა­ლუ­რი, კო­რუფ­ცი­უ­ლი კლა­ნი, რო­მე­ლიც ხალ­ხის ხარ­ჯზე მდიდ­რდე­ბა. პრობ­ლე­მე­ბი ნამ­დვი­ლად ბევ­რია, მაგ­რამ არა და­უძ­ლე­ვე­ლი. მე ვარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ჩემს და­პი­რე­ბებს ყო­ველ­თვის ვას­რუ­ლებ. მე დაგ­პირ­დით სა­ქარ­თვე­ლოს კო­რუფ­ცი­ის და კრი­მი­ნა­ლის გა­რე­შე, მე და­ვა­მარ­ცხე კო­რუფ­ცია და კრი­მი­ნა­ლი. მე დაგ­პირ­დით ნი­ჭ­სა და დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მორ­გე­ბულ წეს­რიგს, 20 წე­ლია ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა არ იცი­ან რა არის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­წყო­ბით მოხ­ვედ­რა. არ იცი­ან უსა­მარ­თლო­ბის­თვის თა­ვის დახ­რა, ამი­ტომ იბ­რძვი­ან ასე თავ­გან­წირ­ვით სა­კუ­თა­რი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის. დაგ­პირ­დით სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პა­ში და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე რე­ფორ­მე­ბი, რის შე­დე­გა­დაც უვი­ზო მი­მოს­ვლა მი­ვი­ღეთ, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა ევ­რო­პას­თან. გპირ­დე­ბო­დით ეკო­ნო­მი­კის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას, ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს დო­ლარ­ში გა­მო­სა­ხუ­ლი ეკო­ნო­მი­კა თით­ქმის 5-ჯერ გა­ი­ზარ­და. გა­ნახ­ლდა ქა­ლა­ქე­ბი და და­ი­გო გზე­ბი, მო­ვი­და შუქი და აშენ­და უფრო მეტი, ვიდ­რე წინა ათწლე­უ­ლებ­ში ერ­თად აღე­ბუ­ლი. დაგ­პირ­დით, რომ სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს ჯან­მრთე­ლო­ბას და უზ­რუნ­ველ ცხოვ­რე­ბას დავ­თმობ­დი თქვენ­თვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერ­დით, უსა­მარ­თლო პა­ტიმ­რო­ბა­ში.

ერ­თად უნდა ვი­მუ­შა­ოთ, რათა უკე­თეს ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­როთ. გვინ­და, ქვე­ყა­ნა­ში ფული შე­მო­ვი­დეს, მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შე­იქ­მნას, ოჯა­ხე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი გა­ი­ზარ­დოს. გვინ­და, ფა­სებ­მა და­ი­წი­ოს, ადა­მი­ა­ნი მა­ღა­ზი­ა­ში თა­მა­მად შე­დი­ო­დეს. გვინ­და ოჯა­ხე­ბი ერ­თი­ან­დე­ბო­დეს და არ იხ­ლი­ჩე­ბო­დეს სი­ღა­რი­ბის და ემიგ­რა­ცი­ის გამო. გვინ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა დამ­კვიდ­რდეს, ადა­მი­ა­ნი, პენ­სი­ო­ნე­რო ბან­კის ვალ­მა არ და­ახ­რჩოს. გვინ­და, მეტი ბავ­შვი იბა­დე­ბო­დეს, ახალ­გაზ­რდებს სწავ­ლის, მუ­შა­ო­ბის, გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­უ­ზღუ­და­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეს. გვინ­და, ყო­ველ მო­ქა­ლა­ქეს ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­დაც­ვა და სო­ცი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა ჰქონ­დეს, პენ­სი­ო­ნერს თუ სტუ­დენტს, შშმ პირს თუ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველს ხვა­ლინ­დე­ლი დღის არ უნდა ეში­ნო­დეს. გვინ­და, სოფ­ლე­ბი და ქა­ლა­ქე­ბი სი­ცო­ცხლით იყოს სავ­სე, წყალ­მო­მა­რა­გე­ბა, გზე­ბი მო­წეს­რიგ­დეს, ქა­ლა­ქე­ბი გამ­წვან­დეს, სა­ცო­ბე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. გვინ­და, ევ­რო­პის კავ­ში­რის წევ­რი, ერ­თი­ა­ნი და მთლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო. ეს მო­მა­ვა­ლი იწყე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” და­მარ­ცხე­ბით, ერ­თი­ა­ნო­ბით, აირ­ჩიე ერ­თი­ა­ნო­ბა ”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა