მთავრობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 30 მლნ ევროს ოდენობის სესხს იღებს
საქართველოს მთავრობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 30 მილიონი ევროს ოდენობის სესხს იღებს. განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს წელს.
დოკუმენტის თანახმად, ფინანსთა სამინისტოს საქართველოს სახელით სესხის ასაღებად საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულების დადება დაევალა.
ირკვევა, რომ თანხა ხაშურის წყალარინების სისტემის მომსახურების გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს. სესხის პირობები ასე გამოყურება:
სესხის ხანგრძლივობა: 20 წელი
შეღავათიანი პერიოდი: 5 წელი
სესხის საპროცენტო განაკვეთი: ფიქსირებული ან ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (შეთანხმდება მხარეთა შორის თანხის ჩამორიცხვის ეტაპზე);
ვალდებულების გადასახდელი: 0.5% (ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას);
ადმინისტრაციული გადასახდელი: სესხის თანხის 0.5% (ერთჯერადი გადასახდელი, ერიცხება სესხის მთლიან მოცულობას).
ბიზნესპრესნიუსი