თეგებით ძიება

ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთი - ქვეყნების სამეული, სადაც საქართველოს ყველაზე მეტი საქონელი გააქვს

საქსტატის მონაცემების თანახმად იანვარ-ივლისში საქართველოს ექსპორტმა 3 532 200 000 აშშ დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 1.3%-ით არის შემცირებული.  წინასწარი შედეგები საქსტატმა გამოაქვეყნა.

2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (587 500 000 აშშ დოლარი), ყაზახეთი (446 500 000 აშშ დოლარი) და რუსეთი (407 200 000 მლნ. აშშ დოლარი).

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი 2024 წლის იანვარ-ივლისში:

მსუბუქი ავტომობილები - 1.19 მილიარდი დოლარი

ფეროშენადნობები - $201 მილიონი დოლარი

ყურძნის ნატურალური ღვინოები - $174 მილიონი დოლარი

სპირტიანი სასმელები - $162 მილიონი დოლარი

ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $117 მილიონი დოლარი

მინერალური და მტკნარი წყლები - $97 მილიონი დოლარი

გაზიანი შაქრიანი სასმელები - $75 მილიონი დოლარი

აზოტოვანი სასუქები - $73.4 მილიონი დოლარი

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $63 მილიონი დოლარი

ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $58 მილიონი დოლარი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა