თეგებით ძიება

ძველი თუ ახალი კორპუსი? - ფასები და უპირატესობები

ყოველდღიურად თბილისში უამრავი ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. დედაქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 2/3 კორპუსებში ცხოვრობს. ყველაზე მეტი შენობა 1971-1980 წლებში აშენდა, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანთა დიდი წილი ძველ, საბჭოთა ბინებში ცხოვრობს. ძალიან აქტუალურია დისკუსია თემაზე: ძველი აშენებული სჯობს თუ ახალი?

ქართულ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მითია, თითქოს კომუნისტური სამშენებლო სტანდარტები მაღალი იყო და შენობები მტკიცეა. ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს, 1990 წლამდე აშენებული შენობები 7 ბალზეა გათვლილი (ანუ მაქსიმალური გამძლეობა 6 მაგნიტუდაა). ნელ-ნელა ასეთ საცხოვრებლებს ექსპლუატაციის ვადაც გასდის. კორუფციისა და სიჩქარის გამო კორპუსები უხარისხოდ შენდებოდა, მზა პანელის ბლოკებით. ამის გამო ძველი შენობების დიდი ნაწილი ამორტიზებული და არაკომფორტულია. თბილისის ლიფტების უმრავლესობა საჭიროებს ჩანაცვლებას. ამდენად ძველ კორპუსებში ბინის შეძენამდე გაითვალისწინეთ, რომ ისინი არამხოლოდ გაუმართავი, არამედ საფრთხის შემცველიცაა.

ახალ აშენებული კორპუსები, მხოლოდ ესთეტიკური კუთხით არაა უკეთესი საბჭოთა კორპუსებზე. მართალია 2000-იან წლებში, როდესაც არ არსებობდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა შენობები უკონტროლოდ შენდებოდა, თუმცა 2015 წელს მიღებული ცნობილი 41-ე დადგენილებით, გამკაცრდა მშენებლობები. ამჟამად მონიტორინგის ქვეშაა ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ყველა პროექტი. რასაკვირველია ხარისხის ზრდასთან ერთად მშენებლობა გაძვირდა, რაც ბინის ფასებზეც აისახა. 

თანამედროვე კორპუსები აღჭურვილია საჭირო ტექნიკით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით, ლიფტით, განათებით. მუდმივი ზრუნვა მიდის, რათა შენობა გამართული იყოს. ამგვარ მომსახურებას ვერ მიიღებთ ძველის შემთხვევაში.

ძველ აშენებულ კორპუსებში 1 კვ.მ. ბინის ფასი, ადგილმდებარეობის მიხედვით საშუალოდ 800 დოლარიდან 1500 დოლარამდეა. გასათვალისწინებელია, რომ ძველი იგივე მეორადი ბინის შეძენისას თქვენ დიდი ხარჯების გაღება მოგიწევთ მის სასურველ მდგომარეობაში მოსაყვანად. ახალი აშენებული 1 კვ.მ. ბინის ფასი საშუალოდ 1200 დოლარია. 

სამშენებლო კომპანია "ბიმ ჯგუფის" (Beam Group) პრემიუმ პროექტი, წყნეთის შესახვევის პირველ ნომერში გთავაზობთ ქალაქის პეიზაჟებით, რეკრეაციული სივრცითა და უსაფრთხო გარემოთინ უზრუნველყოფილ 13 სართულიანი კორპუსს. პროექტი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურითაა გამართული. ბინის შეძენას 49 კვ.მ.-დან შეძლებთ. ისარგებლე სხვადასხვა შემოთავაზებებით და მოქნილი პირობებით! ეწვიე კომპანიის საიტს ან დაუკავშირდით ნომერზე: 032 245 40 04


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა