როგორია მეორადი და ახალი ბინების ფასი 2024 წლის ზაფხულში? - ძველ კორპუსებზე მოთხოვნა მცირდება
ისევე, როგორც შარშან ზაფხულში, წელსაც ბინების გაყიდვების მაჩვენებელი გაიზარდა. 2024 წლის ივლისის მონაცემებით თბილისში ჯამში 3600 ბინა გაიყიდა. საყურადღებოა, რომ ძველ პროექტებში (ე.წ. მეორადი ბინები) მოთხოვნა 12%-ით არის შემცირებული.
ახალ პროექტებში გრძელდება ფასების ზრდის ტენდენცია. ეს გამოწვეულია, როგორც სამშენებლო მასალის გაძვირებით, ისე სექტორში დასაქმებულთა ანაზრაურების ზრდით. 2023 წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში 1 კვ.მ. ბინის ფასი თითქმის 8%-ით გაძვირდა. ამჟამად საშუალო გასაყიდი ფასი 1000-1200 დოლარია.
რაც შეეხება მეორად ბინებს, ფასის ზრდა აქაც შეინიშნება და ორგანიზაცია "ქოლიერსის" კვლევით 1 კვ.მ.-ს საშუალო გასაყიდი ფასი თითქმის 1100 დოლარია.
აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება თუ რატომ ირჩევენ ადამიანები ბინებს ახალ პროექტებში. კომპანიები მეტ კომფორტსა და უსაფრთხოებას სთავაზობს მომხმარებლებს, ვიდრე მოძველებული გასული საუკუნის კორპუსები. კვადრატულის ფასს შორის კი არ არის რადიკალური განსხვავება, ამიტომ მომხმარებლები ხარისხს არ ცვლიან ეკონომიურობაზე.