თეგებით ძიება

ბრენდი, რომელიც თქვენზე ზრუნავს - დაიწყე შენი მომავლის შენება!

უძრავ ქონებაში ინვესტირება, რომ შენი კეთილი მომავლის უზრუნველყოფის საუკეთესო გზაა - ეს არახალია. თუმცა ისიც ცხადია, რომ ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა საჭიროა გარკვეული ფინანსური ხელშეწყობა. საზაფხულო დასვენებისთვის საშუალო სტატისტიკური ქართული ოჯახის ხარჯმა შესაძლოა ხუთ ნიშნა ციფრსაც მიაღწიოს, ამას დამატებული წინა სასკოლო სამზადისი სექტემბერში ბავშვებისთვის. ბუნებრივია, ადამიანების ნაწილი სხვა ფინანსური ვალდებულების აღებას ამ პერიოდში უფრთხის. თუმცა სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი" გთავაზობთ მოქნილ პირობებს, იმისათვის რომ არ გადადოთ საკუთარი მომავლის შენება!

ალფა სახლი - "დაგეგმე მომავალი, დაარეზერვე და დაიწყე გადახდა 1 ოქტომბრიდან!"

"ალფა სახლი" უძრავი ქონების ბაზარზე უკვე 11 წელია ოპერირებს და დამსახურებულად მოიპოვა რესპექტაბელური რეპუტაცია. მომხმარებლები კომპანიას ენდობიან, რადგან ალფას გუნდი ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე. ალფა სახლს, გარდა დასრულებული პროექტებისა, ამ ეტაპზე აქვს სამი პროექტი: ორი დიდ დიღომში და ერთიც სარაჯიშვილის მიმდებარედ, გლდანში. ახალი აქცია: "დაგეგმე მომავალი, დაარეზერვე და დაიწყე გადახდა 1 ოქტომბრიდან!" გაძლევთ საუკეთესო შანსს თუ ბინის შეძენა გინდათ. კომპანია ითვალისწინებს მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობას და მათზე მორგებულ მოქნილ გადახდის პირობებს აწესებს, რაც გამოიხატება 3 თვიან საშეღავათო პერიოდში, როდესაც შეგიძლიათ არაფერი გადაიხადოთ (სექტემბერში, საახალწლოდ და აღდგომის პერიოდში). 

"ალფა სახლის" პროექტი - "სხვა უბანი დიდ დიღომში"

დღეს საქართველოში, ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია ბინის შესაძენი თანხა დროთა განმავლობაში დაფაროს. შიდა განვადება გადახდის საშუალებაა, რომელსაც კომპანიასთან აფორმებთ მშენებლობის დასრულებამდე მოკლე ვადით (როგორც წესი 6 თვიდან 3 წლამდე). ამ ფორმით თქვენ თავს არიდებთ საბანკო ბიუროკრატიასა და გრძელვადიან პერსპექტივაში პროცენტულად იგებთ კიდეც. შეგიძლიათ გადახდის პროცესშივე გახდეთ მესაკუთრე. ალფა სახლში თქვენ ისარგებლებთ 40 თვემდე შიდა უპროცენტო განვადებით და ამასთან ერთდ საშეღავათო პერიოდში არ დააფიქსირებთ თანხას. პირვლ ეტაპზე გაყიდვების მენეჯერთან კონსულტაციის შემდეგ, დაარეზერვებთ სასურველ ბინას, ხოლო გადახდას დაიწყებთ 1 ოქტომბრიდან.

ალფა სახლი ზრუნავს თქვენს სიმშვიდესა და სტაბილურობაზე! მეტი დეტალისთვის ეწვიეთ კომპანიის საიტს ან დაუკავშირდით მარტივ ნომერზე: *71*71 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა