ლარი გამყარდა
23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 1.22 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7010 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.92 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0004 ლარი გახდა.
1.65 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5397 ლარი გახდა.
ლარი ლირასთან მიმართებით გამყარდა და თურქული ლირას კურსმა 7.93 თეთრი შეადგინა.