რატომ იზრდება ფასები უძრავი ქონების ბაზარზე?
კარგად ცნობილია, რომ თბილისში ნამდვილი სამშენებლო ბუმია. გაცემული ნებართვების ციფრი, ყოველწლიურად იზრდება. 2024 წლის პირველ კვარტალში 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით აღნიშნული სექტორი 15.3%-თ გაიზარდა (მშენებლობის - 10.3%, უძრავი ქონების - 18.8%). ჯამში კი 10,000-მდე ბინა გაიყიდა. მოქალაქეებისგან ხშირად მოისმენთ უკმაყოფილებას უძრავი ქონების ფასების ზრდასთან დაკავშირებით, ერთ ნაწილში არსებობს უსაფუძვლო მოლოდინი თითქოს ფასები შემცირდება. რეალობა ერთია - ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და არ შემცირდება.
გაზრდილ ფასებს შემდეგი მიზეზები განაპირობებს:
- სამშენებლო მასალების ფასების საერთო ზრდა. 2024 წლის თებერვალის მონაცემებით ის წლიურად 3%-ით გაძვირდა.
- სამშეენბლო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდა. 2024 წელს 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა და საშუალო ხელფასი 2000 ლარით გაიზარდა (net)
- მოქალაქეების შემოსავლის ზრდა, რასაც მოჰყვა მოთხოვნის ზრდა ბინის შეძენაზე. პანდემიის პერიოდში, მოთხოვნის შემცირების მიზეზი არასტაბილურობა იყო, მას შემდეგ კი ერთიანად გაძლიერდა მოთხოვნა უძრავ ქონებაში ინვესტირების.
- უკრაინის ომის შემდგომი ეფექტი. საქართველოში საშუალო და შეძლებული ფენის რუსების მასობრივმა შემოდინებამ ფასების ეპიზოდური ავარდნა გამოიწვია, რომელიც ნელი ტემპებით სტაბილურდება.
- ძლიერად გაზრდილი ქირავნების ინდექსის გათვალისწინებით, მოქალაქეთა დიდ ნაწილს ურჩევნია ფინანსები ბინის შეძენისკენ მიმართოს და ისარგებლოს მოქნილი გადახდის პირობებით დევლოპერებისგან.
არსებობს სხვა მიზეზებიც. უძრავ ქონებაზე ფასები განაგრძობს მატებას, რასაც მოსახლეობის სოციო-ეკონომიური დონის ზრდაც უწყობს ხელს. იზრდება შეძლებული ადამიანების კლასიც. ხშირად ადამიანები ბინას საინვესტიციოდ ყიდულობენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თბილისის მოსახლეობის 84% ბინათმფლობელია.