"წარმოუდგენელი ტრაგედია და უსამართლობაა... როგორ მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით" - გარდაიცვალა ჟურნალისტი გიორგი კობერიძე
გარდაიცვალა ჟურნალისტი გიორგი კობერიძე, რომელიც მიელობლასტურ ლეიკემიას ებრძოდა.
გიორგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი კოლეგები ავრცელებნ.
"წარმოუდგენელი ტრაგედია და უსამართლობაა გიორგის გარდაცვალება.. ამდენი გულშემატკივრის თავზრდამცემი მარცხი.ქართულმა მედიამ დაკარგა ერთი ვეებერთელა გულის ერთგული მეგობარი".
"რატომ?? რატომ?? ისე მჯეროდა, რომ გაიმარჯვებდი .. გავიმარჯვებდით..როგორ გაპატიო ეს დამარცხება მიყვარხარ აუცილებლად შევხვდებით", - წერენ მისი მეგობრები.