თეგებით ძიება
26. 08. 2024 სპორტი

„სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის“ - „ლივერპულში“ მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლივერპული“ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდა. 

„დღეს, ქართველი მეკარე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერი უკვე, მომავალი 24 საათის განმავლობაში უნდა დაიხუროს“, - წერს იტალიელი ჟურნალისტი.

მისივე ცნობით, მამარდაშვილი იჯარით „ვალენსიაში“ დარჩება, „ლივერპულში“ კი 2025/2026 წლების სეზონზე გადავა. 

ბოლო ცნობებით, „ლივერპული“ 23 წლის მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდის და 5-წლიან კონტრაქტში შევა გამოსყიდვის პუნქტი. 

რაც შეეხება „ლივერპულის“ ამჟამინდელ მეკარეს, ალისონ ბეკერი „ლივერპულში“ კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი დარჩება, შემდეგ კი, როგორც რომანო წერს, კლუბს მამარდაშვილი შეუერთდება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა