თეგებით ძიება

„აი ვისაც გჯერათ რომ კახეთში 14 ძაღლი ასე ერთდროულად გაცოფდა… ცოფი არის ყველაზე მარტივი მიზეზი ძაღლების დახოცვის“ – ტასო ლოსაბერიძე

ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე ინფორმაციას გურჯაანში დაფიქსირებულ ცოფის შემთხვევის შესახებ, ასე ეხმაურება:

„აი ვისაც გჯერათ რომ კახეთში 14 ძაღლი ასე ერთდროულად გაცოფდა, არ ვიცი რა გითხრათ.

ცოფი არის ყველაზე მარტივი მიზეზი ძაღლების დახოცვის, რადგან 1. ხალხში იწვევს აჟიტირებას და ითხოვენ ძაღლების დახოცვას 2. ვითომ

ფიქრობენ რომ რადგან ცოფია არავის აქვს უფლება მოედავოს რადგან ადამიანის სიცოცხლეს სასწორზე ვერ დადებენ 3. რეალურად ვერავინ ვერასდროს დაადგენს ვის როდის და სად ქონდა ცოფი.

14 ძაღლი თუ მართლა გაცოფდა, სისხლის სამართლის დანაშაულია და პირველ რიგში ამაში დამნაშავე არის ადგილობრივი თავშესაფარი, რადგან უკვე წლებია არსებობს და 14 ძაღლი თუ რაიონში უცოფდებათ, პირველ რიგში მათ არასწორ მუშაობაზე მიუთითებს.

რეალურად კი ასეა: ექსპერტიზაზე გადაყვანილია მხოლოდ 4 ძაღლი და ცოფი დაუდასტურდა ორს, ამ ორიდან ქუჩის ძაღლი არცერთი არ იყო, ორივე სახლის ძაღლი იყო. დანარჩენი ძაღლები კი დახოცეს და კიდევ დახოცავენ ახლა წაყვანილებს, იმიტომ რომ უაზრო პანიკას ტეხავთ ყოველთვის ამ ცოფზე, “ჭ” კლასის ტელევიზიები, თქვენი ლაიქებს და ნახვების გამო წირავთ ცოცხალ არსებებს!

მოეშვით ამ თემით მანიპულირებას, აცადეთ ამ საცოდავ ძაღლებს საცოდავი ცხოვრება. ახლა გაიგეთ რომ ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება ცოფი? რატო ვერასდროს სწავლობთ ინფორმაციის სწორად მიწოდებას ხალხისთვის”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა