ახალი ამბები Reuters-ის გამოკითხვის მიხედვით, ჰარისს 45% უჭერს მხარს, ხოლო ტრამპს - 41%
სააგენტო Reuters-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხევდით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს „დემოკრატიული" პარტიიდან კამალა ჰარისს ამომრჩეველთა 45% უჭერს მხარს, ხოლო მის კონკურენტს „რესპუბლიკური" პარტიიდან დონალდ ტრამპს კი - 41%.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჰარისი ტრამპს 1%-ით უსწრებდა. ახალი კვლევა, რომელიც რვა დღის განმავლობაში ტარდებოდა და რომლის ცდომილება 2% შეადგენს, აჩვენებს, რომ ჰარისი სულ ურო მეტი პოპულარობით სარგებლობს ქალებსა და ლათინო-ამერიკელებში.
მხოლოდ ქალებსა და ესპანურენოვან მოსახლეობაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰარისი 49% აგროვებს, ხოლო ტრამპი - 36%. ივლისში ჰარისსა და ტრამპს შორის სხვაობა ქალ ამომრჩევლებში 9%, ხოლო ესპანურენოვან მოსახლეობაში 6% შეადგენდა.
სააგენტოს ცნობით, ტრამპი მამაკაც ამომრჩევლებში ლიდერობს, თუმცა მისი 14%-იანი ლიდერობა ივლისში უმაღლესი განათლების არმქონე ამომრჩევლებში აგვისტოში 7%-მდე შემცირდა.