5 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ ბინის შეძენისას! - ეს უნდა იცოდე!
ბინის შეძენა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. ასეთი სერიოზული ინვესტიციის განხორცილებას რასაკვირველია დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, თუმცა შეცდომები ხშირია. გთავაზობთ 5 ყველაზე გავრცელებულ მათგანს:
1. მდებარეობის უგულებელყოფა
თანამედროვე მოძრავ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს ბინის მდებარეობა. უნდა დაფიქრდეთ არამარტო უბანზე, სადაც აპირებთ ცხოვრებას, არამედ თავდ შენობის განლაგებაზე. რამდენად ახლოსაა გზის პირთან, როგორ უდგება მზე, საჭირო ინფრასტრუტურასთან რამდენად ახლოსაა და სხვა. იქ სადაც ხანგრძლივად აპირებთ ცხოვრებას აუცილებელია თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობდეთ.
2. მაღალი სართულების მიმართ ირაციონალური შიში
მაღალი სართულების მიმართ შიში უსაფუძვლოა და ის მიზეზები რაც წარსულში აქტუალური იყო (უსაფრთხოება, უშუქობით გამოწვეული დისკომფორტი) წარსულს ჩაბარდა. მაღალ სართულს უპირატესობებიც აქვს: უფრო სუფთა ჰაერი, ნაკლები მწერი და, როგორც წესი, უკეთესი ხედიც.
3. სამშენებლო კომპანიაზე არჩევანის ბრმად გაკეთება
კრიტიკული საკითხია სწორი სამშენებლო კომპანიის შერჩევა. გადაწყვეტილების მირებამდე გაიარეთ კონსულტაცია, გაეცანით კომპანიის რეპუტაციას და დარწმუნდით მის სანდოობაში.
4. ხარისხის გაცვლა ფასში
ხშირად დაბალი დონის კომპანიები შედარებით იაფად გთავაზობენ ბინებს, თუმცა მათ საეჭვო რეპუტაცია აქვთ და სრულად არ აკმაყოფილებენ სამშენებლო სტანდარტებს. დაუშვებელია ხარისხი გავცვალოთ ფასში. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემებს შეგიქმნით.
5. აივნის ზომა
აივანი ალბათ ყველა ადამიანის სასურველი ბინის პროექტში შედის. მაგრამ უნდა დავაკვირდეთ აივნის ზომას და მის შეფარდებას ბინის საერთო ფართთან. რამდენად გონივრულია, რომ 30 კვ.მ. ბინას 10 კვ.მ აივანი ჰქონდეს? რა თქმა უნდა, ამხელა აივანი ცუდი არაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიუჯეტი შეზღუდულია და აივნის ფართიც ფული ღირს, შესაძლოა, სჯობდეს, თანხა საცხოვრებელ სივრცეზე დახარჯოთ.
იმისათვის, რომ საოცნებო ბინა შეარჩიოთ და თქვენი მოთხოვნილებები სწორად რეალიზდეს შრომა და ფიქრია საჭირო. ნუ იჩქარებ და მიჰყევი ხალხურ სიბრძნეს: "ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი!"