რეკორდული ზაფხული უძრავი ქონების ბაზარზე - 1 თვეში 3435 ბინა გაიყიდა
"თიბისი კაპიტალის" ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე ზაფხული, კონკრეტულად კი ივლისის თვე რეკორდული აღმოჩნდა ბინების გაყიდვების მაჩვენებლის მხრივ. ჯამში 3435 ბინა გაიყიდა, რაც 3%-ით აღემატება 2023 წლის ივლისის მაჩვენებელს და 18%-ით მეტია 2024 წლის ივნისის მაჩვენებელზე.
მათივე ცნობით, კვ.მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 1 207 დოლარი შეადგინა და წლიურად 3%-ით გაიზარდა. ამასთან, კვლევის თანახმად, კვ.მ-ს გასაქირავებელი ფასი 11.5 აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია. "თიბისი კაპიტალის" ცნობით, ბაზრის მოცულობამ 268 მილიონი დოლარი შეადგინა და წლიურად 5%-ით გაიზარდა.