თეგებით ძიება

„შემოვიდა დაცვა, გადაკეტა კარები, ჩამომიჯდა საწოლთან და შეეცადა მომფერებოდა“ - რა მოხდა გაგუას კლინიკაში?

სოციალური ქსელის ერთი მომხმარებელი, „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში“ გაგუას კლინიკაში მომხდარზე წერს. როგორც ის ირწმუნება, კლინკის დაცვამ სექსუალურად შეავიწროვა.

„გაგუას კლინიკა   Gagua Clinic  13/ აგვისტოს ღამე  შვილი მივიყვანე გაგუაში, ვიჯექი სკამზე დარბაზში რა დროსაც მოვიდა დაცვა და მითხრა რომ აქ ცოდვა ვიყავი და მოსასვენებელ ოთახში გავყოლოდი! ამიყვანა მეორე სართულზე საორდინატოროში სადაც რამოდენიმე საწოლი იდგა, მოვთავსდი ამ საწოლზე დაცვა გავიდა. რამოდენიმე წუთში ისევ შემოვიდა დაცვა გადაკეტა კარები ჩამომიჯდა საწოლთან და ხელით შეეცადა მომფერებოდა და მითხრა რომ სასტუმროში ხომ არ წავსულიყავითო! შეშინებული წამოვვარდი საწოლიდან ჩანთებს ხელი დავავლე და კარს მივვარდი გასაღებით  გავაღე და  გამოვვარდი გარეთ,  შეშინებული და აცახცახებული დავჯექი ქვემოთ შემოსასვლელში. ვინაიდან ჩემი შვილი  აჰყავდათ ბლოკში და მეც იქ უნდა ავსულიყავი სამშობიარო ჩანთა უნდა ჩამებარებინა დაცვაზე სხვა გზა არ მქონდა მოვძებნე ეს დაცვა და ჩანთის დატოვების თაობაზე უნდა მეცნობებინა რომ მოვიდა ვკითხე თუ როგორ ან რატომ იკადრა მსგავსი რამ რაზეც ძალიან უწმაწური და შეურაცმყოფელი პასუხი მივიღე თან მეპატიჟებოდა გარეთ . რაზეც მე გაშლილი ხელით ორჯერ გავარტყი სახეში და გამოვიძახე პატრული. მოვიდა ორი ეკიპაჟი და დაიწყეს რეაგირება. დაცვა იყო ნასვამი, არავითარი რეაგირება გაგუას კლინიკიდან ან ბოდიში ან რა მოხდა ! შეურაცყოფილი და დაუცველი ვიყავი ასეთ სანაქებო კლინიკაში!“ - წერს მომხმარებელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა