"ბრალდებულმა ძმებმა, თვითმხილველს სასტიკად ნაწამები ნიკას დახმარების უფლება არ მისცეს" - მკვლელობა ქარელში
სასტიკი მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში - 27 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა სოფელი დატოვა, სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი ამ დრომდე უცნობია.
ერთ-ერთმა თანასოფლელმა დაინახა გაკოჭილი ბიჭი, თუმცა ამჟამად დაკავებულმა ძმებმა ახალგაზრდას მასთან მისვლის საშუალება არ მისცეს.
"ამოდიოდა ეს ბავშვი, დახვდნენ წინ და არ უშვებდნენ. მკვდარი იყო ფაქტობრივად. ხელები შეკრული ჰქონდა ფეხები, მკვდარი ვიპოვეთო. პატარა ბიჭი უნდა ჩამოსულიყო ხიდზე, ესენი დახვდნენ ხიდის წინ და არ გამოხვიდეო, არ უშვებდნენ იმან დაინახა, რომ ეგდო ძირს და დაიძახა სასწრაფოში დარეკეო ნიკა აქ არის ცუდად არისო. დარეკეს სასწრაფოში, რომ მოვიდა სასწრაფო მკვდარი იყო ის ბავშვი უკვე", - ამბობს თანასოფლელი.
27 წლის ნიკა ღვინიაშვილი სასტიკად არის ნაწამები. ოფიციალური ინფორმაციით, 27 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 56 წლის კაცია დაკავებული. ხელბორკილები დაადეს მის ძმასაც, რომელსაც გამოძიება ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარებას ედავება.
საქმია მასალების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.