სურსათის გლობალური ფასები აგვისტოში შემცირდა - გაერო
სურსათის გლობალური ფასების გაეროს ინდექსი აგვისტოში ოდნავ შემცირდა.
ფასების ინდექსი ივლისის 121 პუნქტიდან აგვისტოში 120,7 პუნქტამდე დაეცა.
შაქრის, ხორცისა და მარცვლეულის გაიაფებამ რძის პროდუქტებსა და მცენარეულ ზეთზე ფასების ზრდა დააკომპენსირა.