თეგებით ძიება

ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობა კანონიერია, მზად ვართ მოსახლეობას კორპუსის გამაგრებაში ან ჩანაცვლებაში დავეხმაროთ - კალაძე

თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა, რომელსაც მიმდებარე კორპუსში მცხოვრებლები თვეებია აპროტესტებენ, კანონიერია. ყაზბეგის  N32-ის მოსახლეობა დღესაც გამოვიდა ქუჩაში და ობიექტზე მისულ მძიმე ტექნიკას მუშაობის დაწყების საშუალება არ მისცა. ადგილზე იყო დაპირისპირებაც. მოქალაქეები ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოების გამო მათი კორპუსის კედლები იბზარება, ასევე ნაპრალები გაჩნდა ეზოში და საპარკინგე სივრცეში.

კალაძემ განაცხადა, რომ მერია მზადაა, მოსახლეობას ავარიული კორპუსის გამაგრებაში ან სრულად ჩანაცვლებაში დაეხმაროს.

"სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მშენებლობა მიმდინარეობს კანონიერად. მე ვიცნობ აღნიშნულ პრობლემას. რაც შეეხება იმ კორპუსის ავარიულობას, არაერთხელ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ხელი შევუწყოთ კორპუსის გამაგრებაში. თუ ეს წინადადება მათთვის მიუღებელია, შეგვიძლია მეორე პროექტი განვახორციელოთ - ეს არის კორპუსის ჩანაცვლება, ძველის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა", - თქვა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა