თეგებით ძიება

კვლევა: თბილისის რომელი უბნებია ყველაზე სასურველი მოქალაქეებისთვის?

საინფორმაციო სააგენტო TIA.GE-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა და მოქალაქეებს დაუსვა კითხვა, მათი აზრით რომელია ყველაზე სასურველი უბანი საცხოვრებლად. გამოკითხულთა შედეგები ასე გამოიყურება:

  • მთაწმინდის რაიონი; სოლოლაკი / ვერა

უმრავლესობას ძველი თბილისის სწორედ ეს უბნები ხიბლავს, რომელიც ქალაქის გულს წარმოადგენს და დიდ ისტორიას ატარებს. აქ ცხოვრება გამოკითხულთათვის სასიამოვნოა, რადგან ისინი გრძნობენ კავშირს მათ ძველ ქალაქთან და ტკბებიან თვალწარმტაცი ხედებით.

  • ჩუღურეთი

ჩუღურეთიც ძველი თბილისის ისტორიული უბანია, რომელიც ბევრისთვის ასოცირდება "ნამდვილ თბილისთან". გამოკითხულებს ყველაზე მეტად იზიდავთ აქაური არქიტექტურა.

  • ვაკე

გასაკვირი არ არის ამ უბნის მოხვედრა სიის სათავეში. ვაკე წარსულიდან მოყოლებული ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბნად. ვაკეში მდებარეობს ქვეყნის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და ბიზნეს ცენტრები. დინამიური გარემო და მაღალ დონეზე განვითარებული ინფრასტრუქტურა უბანს მაღალ რეიტინგულ უბნად აქცევს. 

  • საბურთალო

საბურთალოს მასობრივი განაშენიანება 1960-იან წლებში მოხდა და ამ დროიდანვე იქცა მოთხოვნად უბნად, როგორც ქალაქის ფართო ცენტრის მთავარი უბანი. საბურთალოზე ყოველწლიურად ყველაზე მეტი ბინა იყიდება. უბანს საკუთარი მეტროს ხაზი ემსახურება და ქალაქის ყველა საკვანძო ადგილთან ახლოსაა. სტუდენტებისა და აქტიური ადამიანებისთვის საბურთალო საუკეთესო უბნად მიიჩნევა.

  • ნაძალადევის რაიონი; ნახალოვკა, სანზონა

ნაძალადევის წარმოქმნა თბილისში რკინიგზის გაჩენას უკავშირდება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უბანი იყო, დიდი პოლიტიკური დატვირთვით. ნელ-ნელა მოხდა ტერიტორიის განაშენიანება. 1920-39-იან წლლებში იქმნება სანზონა, რომლის სახელიც უკავშირდება აქ განთავსებულ წყლის რეზერვუარის გარშემო მოწყობილ სანიტარულ ზონას (ღრმაღელესთან).

  • გლდანი

1970-იან წლებში გაშენებული ეს უბანი დღეს ყველა საჭირო ობიექტითაა უზრუნველყოფილი. სავაჭრო ცენტრები, მეტროსადგური, სპორტული კომპლექსები, პარკები და სხვა. მისი მოსახლეობა ყოველდღიურად იმატებს, მოთხოვნის პროპორციულად იზრდება ფასები უძრავ ქონებაზე და შენდება მრავალი ახალი კორპუსი. ამგვარი განვითარების გამო გლდანს ხშირად "ქალაქი-ქალაქში" ტიპის დასახლებად მოიხსენიებენ.

  • დიდი დიღომი

დიდი დიღმის მშენებლობა 1980-იან წლებში დაიწყო და ვერ დასრულდა. ამჟმად ტერიტორიაზე თანამედროვე კორპუსები ჭარბობს. დიდი დიღომს მაღალი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია, რაც მას სიაში დამსახურებულ ადგილს უჩანს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა