სტატისტიკა - თბილისში ახალი ბინების გაყიდვები მცირედით გაიზარდა, ძელის კი მნიშვნელოვნად შემცირდა
მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში 3250-მდე ბინა გაიყიდა. ზაფხულის ბოლო თვეში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციები 0.4%-ით გაიზარდა. ძველ პროექტებში კი 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებელი 17%-ით არის შემცირებული.
დღეისთვის ბაზრის ზომა 7%-ით, 230 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. ეს უკავშირდება უძრავ ქონებაზე ფასების ზრდასაც. ორგანიზაცია Colliers Georgia-ს მიმოხილვის მიხედვით, აგვისტოში დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 10%-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ცენტრში 9%-ით. ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ახალაშენებული ბინებს, მათი საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში - 8%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში 7%-იანი, ხოლო ფართო ცენტრში 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.