ბიზნესმენის ლიკვიდაციის მცდელობა ხელყუმბარით - რა მოხდა მარნეულში?
მარნეულში ბიზნესმენი აფეთქებას გადაურჩა - ფამილ ხალილოვის სახლში ადგილობირვებმა ხელნაკეთი ხელყუმბარა შეაგდეს და ბიზნესმენის ლიკვიდაცია სცადეს. ადგილობრივების თქმით, ფაქტი ღამის სათებში მოხდა. მძიმე ბრალდებით ახლა სამი პირია დაკავებული. მათ წინაღმდეგ მთავარი მტკიცებულება კი ადგილიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია. ირკვევა, რომ ამ შემთხვევამდე ავტონაწილებით მოვაჭრე კაცს ტელეფონზე ურეკავდნენ და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით დიდი ფულის გამოძალვას ცდილობდნენ.
დაზარალებული ბიზნესმენი მედიასთან არ საუბრობს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ის სამი დღეა არავის უნახავს.
"2 დღის წინ მოხდა კი ეს ფაქტი. გვიანი იყო გვეძინა ყველას. თვითონაც ეძინა და ხმაზე გამოვიდა ეზოში. ხელში აიღო, ლამის აუფეთქდა. პოლიცია მოვიდა, იმუშავეს ადგილზე და კამერების ჩანაწერები რომ ნახეს, მერე დააკავეს. აქაურები არიან. ეს არ ილაპარაკებს ეშინია. ახლაც ურეკავდა და ბავშვებით ემუქრებიან", - ამბობს ადგილობრივი.
"არავინ არაფერი ვიცით. თვითონ უნდა ისაუბროს ვერავინ ილაპარაკებს მის მაგივრად. თვითონ უკეთესად იცის, ვინც არიან დაკავებულები და ვინც ემუქრება - ამბობს მეზობელი.
ადგილობრივი ოპოზიციის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თანხების გამოძალვას აქვს ადგილი. მათი განცხადებით, პოლიცია და ადგილობრივი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ერთობლივად მოქმედებენ.
"დღეს მწვანეს უნთებს ზუსტად ხელისუფლება, იმისთვის რომ კრიმინალი იყოს გარეთ. ანუ ის პიროვნებიდან ერთ-ერთი, რომელიც იყო ამ დაჯგუფებაში, ვინც წავიდა და ხელყუმბარა გადააგდო იმათ ოჯახში. იმ სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი 1000 ლარიანი გირაოთი უშვებენ გარეთ. ეს ნიშნავს, რომ კრიმინალი, პოლიცია და ხელისუფლება დღეს ერთად არიან მოსახლეობის წინააღმდეგ. მე, როცა ველაპარაკე ერთ-ერთ დაზარალებულის ძმას, ისინი ამბობენ, რომ ახლაც კი გრძელდება მათ მიმართ ზეწოლა კრიმინალების მხრიდან, არიან დაშინებულები არ გრძნობენ საკუთარ თავს დაცულად", - ამბობსა დგილობირივი ოპოზიციონერი.
შსს-ს ცნობით დაკავებულები არიან: 2005 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჰ.ა., ამავე წელს დაბადებული ვ.მ. და 2007 წელს დაბადებული კ.ა.