თეგებით ძიება

"26 ოქტომბრის არჩევნები განსაზღვრავს, ჩვენი მომავალი ევროპა იქნება თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ივანიშვილი" - სალომე ზურაბიშვილი

"26 ოქტომბრის არჩევნები განსაზღვრავს, ჩვენი მომავალი ევროპა იქნება თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

"საქართველოს ისტორიის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ამას ყოველდღიურად ვხედავთ უფრო და უფრო ნათლად. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, 26 ოქტომბერი არის არამხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე, ამას არ ვიცი რამდენჯერ გავიმეორებ, რამდენიც საჭირო იქნება. ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე, ავარჩიოთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები თუ დავუთმოთ ჩვენი მომავალი რუსეთს. დღეს არჩევანი ერთია - ან ევროპა, ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, ყველასი, და ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით და ვატარებთ შთამომავლობით. მე, ჩემი მხრივ, პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ და ხელს შევუწყობ ყველა პროევროპულ ძალას. ამისთვის სწორედ შეიქმნა ქარტია და ქარტიის შესრულებისთვის დადებული ერთობლივი პირობა და ამით ევროპის გზაზე სწრაფი და ეფექტური დაბრუნების სამოქმედო გეგმა ერთად დავხაზეთ და ერთად შევასრულეთ", - ამბობს ზურაბიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა