თეგებით ძიება

რა ფასად შეიძენთ ბინას თბილისში? - სტატისტიკა

ყოველდღიურად იზრდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარი. ბინებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, იზრდება მათი ღირებულებაც. 1.3 მილიონიან ქალაქში ბოლო მონაცემებით 1 კვ.მ. ბინის ფასი ახალ აშენებულ კორპუსში 1200 დოლარს, ხოლო ძველ კორპუსებში 1000 დოლარს აღემატება. 

ყველაზე ძვირი ბინები მთაწმინდის, ვაკისა და ჩუღურეთის რაიონშია. ამ უბნებში ფასები 1300 დოლარიდან იწყება და ხშირად 2500 დოლარს აჭარბებს. 1 საძინებლიანი 40 კვ.მ. ფართის ბინის საშუალო ღირებულება ვაკეში, ახალ აშენებულ კორპუსში დაახლოებით 80 ათასი დოლარია. 

ყველაზე პრესტიჟული უბნების სიას ფასებით არ ჩამოუვარდება საბურთალოც. 1 კვ.მ. ბინის საშუალო ღირებულება 1550 დოლარია. ბინები შედარებით იაფია ნუცუბიძის ფერდობზე. 3 ოთახიანი 75 კვ.მ. ბინა, ძველი რემონტით ვაჟას კვარტლებში დაახლოებით 110 ათასი დოლარი დაგიჯდებათ. 

ძველ აშენებულ კორპუსებში 950-1150 დოლარის ფარგლებში შეიძენთ 1 კვ.მ.-ს დიდუბეში, დიღმის მასივსა და ნაძალადევში. ახალ კორპუსებში კი ფასი 1400 დოლარის ფარგლებშია.

შედარებით დაბალია ფასები დიდ დიღომში, გლდანსა და სანზონაში. 1 კვ.მ.-ს ღირებულება აქ 800-1200 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გლდანსა და დიდ დიღომში სწრაფად იზრდება მაცხოვრებელთა რაოდენობა და ვიტარდება ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი უძრავი ქონების ფასის გაძვირებას იწვევს. გლდანში 3 ოთახიანი, 75 კვ.მ. ფართის ბინას ახალ აშენებულ კორპუსში დაახლოებით 90 ათას დოლარად შეძლებთ, დიდ დიღომში კი 100 დოლარად.

ყველაზე დაბალია ფასები სამგორის რაიონში 750-1100 დოლარი. ვარკეთილში 1 ოთახიანი 45 კვ.მ. ფართობის ბინას ახალ კორპუსში 50 ათას დოლარად იყიდით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა