დიდი დიღომი - გაყიდვების ჩემპიონი უბანი
ქალაქის ფართო ცენტრის თვალსაჩინო უბანი - დიდი დიღომი გაყიდვების ჩემპიონია. საკმარისია მხოლოდ 2024 წლის სტატისტიკას გადავხედოთ და დავრწმუნდებით, რომ ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის. ტერიტორია, რომლის განაშენიანებაც მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბნად ითვლება და მოსახლეობა 55 ათას ადამიანს აჭარბებს.
უკანასკნელი 7 თვის მანძლზე თბილისში 1.7 მლრდ. დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, საიდანაც თითქმის 260 მლნ. დოლარი ანუ საერთო გაყიდვების 15% დიდ დიღომზე მოდის. ამ მაჩვენებლით ის მეორე ადგილზეა საბურთალოს შემდეგ. 1 კვ.მ.-ის შეძენას ახალ აშენებულ კორპუსში 1150 დოლარად შეძლებთ, ძველში კი 850 დოლარად.
უბნის პოპულარობას განაპირობებს მეტად მწვანე გარემო, გამართული სატრანსპორტო სისტემა, სიახლოვე მნიშვნელოვან ობიექტებთან და საუნივერსიტეტო კამპუსებთან. დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ადამიანებისა და სტუდენტებისთვის ხშირად დიდი დიღომი პრიორიტეტული არჩევანია.
"ალფა სახლის" მშენებარე პროექტი - "სხვა უბანი დიდ დიღომში"
სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი" გთავაზობთ ფართო არჩევანს თავის პროექტში - "სხვა უბანი დიდ დიღომში". პროექტი წარმოადგენს "უბანი-უბანში" ტიპის მოდელს, რომელიც ყველა საჭირო ინფრასტუქტურითაა უზრუნველყოფილი: საბავშვო ბაღი, სკოლა, სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცეები და სხვა. მინიმალური ფართი 49 კვ.მ.-დან. პირველადი შენატანი 0%-დან, შიდა უპროცენტო განვადება 18 წლამდე ვადით, თვეში 550 ლარიდან!
მეტი დეტალისთვის ეწვიეთ კომპანიის საიტს ან დაუკავშირდით მარტივ ნომერზე: 71*71*