თეგებით ძიება

ქართველობო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა! თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ - მაიკლ მაკფოლი

მიდით ქართველობო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა. ნამდვილად გსურთ მომდევნო ბელარუსი გახდეთ? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი წერს.

„მიდით ქართველობო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა. ნამდვილად გსურთ მომდევნო ბელარუსი გახდეთ? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ“, - წერს მაიკლ მაკფოლი.

მაიკლ მაკფოლი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ჯოზეფ ბორელმა საქართველოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონის გაწვევისკენ მოუწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა