"26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველო ან დაბრუნდება თავის ევროპულ გზაზე, ან აღარ იქნება საქართველო" - სალომე ზურაბიშვილი
"ბრძოლა, რომელსაც უკრაინა იარაღით, ჩვენ კი პოლიტიკურ სცენაზე ვახორციელებთ არ შეიძლება უკრაინის დამარცხებით დასრულდეს, ეს ბრძოლა არ შეიძლება საქართველოს დამარცხებით დასრულდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები ეგზისტენციური, სასიცოცხლო არჩევნებია. ხვალ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველო ან დაბრუნდება თავის ევროპულ გზაზე ან აღარ იქნება საქართველო", - 27 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება გახსნა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა.