თეგებით ძიება

ბრაზილიაში ექსპორტი 334%-ით გაიზარდა - რით ვვაჭრობთ?

ბრაზილიასთან სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლებია მცირდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოსა და ბრაზილიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 73,2 მლნ დოლარი შეადგინა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 94,5 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2022 წელს - 111,8 მლნ დოლარი.

სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტზე მცირე წილი მოდის, თუმცა ექსპორტით მიღებული შემოსავალი გასულ წელთან შედარებით 334%-ით გაზრდილია. მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში, ბრაზილიაში ექსპორტმა $1,5 მლნ შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი $345 000 იყო.

რაც შეეხება საექსპორტო საქონელს, საქართველომ წელს ბრაზილიაში გაყიდა:

ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $1,2 მლნ

ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - $216 ათასი

სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $56 ათასი

ყურძნის ნატურალური ღვინოები - $20 880

არეომეტრები და ანალოგიური ხელსაწყოები მოქმედი სითხეში ჩაძირვისას - $7.5 ათასი

რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-აგვისტოს პერიოდში, ბრაზილიიდან $71,7 მლნ-ის საქონელი შემოვიტანეთ, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში $94,2 მლნ იყო. იმპორტირებულ საქონელს შორის ძირითადად ხორცი და ხორცის პროდუქტები და ყავაა.

წელს ბრაზილიიდან იმპორტირებული TOP-10 საქონელი შემდეგი იყო:

ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - $31,7 მლნ

შაქარი - $19,4 მლნ

ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - $8,2 მლნ

ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - $6,5 მლნ

თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები - $1,4 მლნ

ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - $830 000

კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, ცხვრების და სხვა - $696 600

ყავა, მოხალული ან მოუხალავი - $598 820

ცხოველების ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად - $395 960

მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისაგან, სხვა - $316 770

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა