თეგებით ძიება

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

ტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტით განისაზღვრა.

"ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: განათლება – ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 9.0 პროცენტით აიზარდა სკოლამდელი და დაწყებითი განათლების, 4.8 პროცენტით საშუალო განათლებისა და 2.8 პროცენტით უმაღლესი განათლების ქვეჯგუფებზე;

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 6.1 პროცენტით მომატებულია როგორც ფეხსაცმლის, ისე 2.4 პროცენტით ტანსაცმლის ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი – -8.5 პროცენტი, ბოსტნეული და ბაღჩეული – -5.1 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – -2.7 პროცენტი, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – -0.6 პროცენტი, თევზეული – -0.4 პროცენტი, პური და პურპროდუქტები – -0.3 პროცენტი.

ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი); ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.2 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა