თეგებით ძიება

რა უნდა გაითვალისწინო, სანამ რემონტს დაიწყებ - მნიშვნელოვანი რჩევები

წარმოგიდგენთ 5 რჩევას, რომელთა ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია რემონტის დაწყების წინ.

რჩევა 1 - შეიძინე 15-20%-ით მეტი მასალები

ზოგიერთი მასალის შეძენა თავიდანვე მეტობით უნდა მოხდეს, რაც აგარიდებთ შემდგომში გაუთვალისწინებელ ხარჯებს და სხვა პრობლემებს - მაგ: კაფელ-მეთლახის მეტობით შეძენა საჭიროა, რადგან მუშაობის დროს, მაღალია მათი დაზიანების რისკი. ზედმეტობით იანგარიშოთ, შესაძენი მასალის საშუალოდ  15-20%.

რჩევა 2 - გააკონტროლე ხარჯები

მიუდექით რაციონალურად ფასდაკლებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ბევრი უსარგებლო სამშენებლო მასალის შეძენა მოგიწიოთ. ზედმეტობით შეძენა სწორი მიდგომაა, თუმცა სიიაფის გამო, ისეთი რამის შეძენა, რაც განსაზღვრული არ გქონიათ, არაგონივრულია.

რჩევა 3 - რემონტი დაიწყე დღესასწაულების შემდეგ

რემონტის დაწყება არ არის რეკომენდირებული სადღესასწაულო დღეებში.ეცადეთ, სარემონტო ჯგუფები დღესასწაულის მომდევნო დღეებში დაიქირავოთ, რის შედეგად ორმაგად მოგებული დარჩებით, კერძოდ: პირველი - დღესასწაულის მოლოდინის დროს, იკლებს სამუშაო მოტივაცია და მეორე - დღესასწაულების შემდგომ, ხშირ შემთხვევაში, მცირდება მომსახურების საფასური, რაც ასევე მნიშვნელოვანი სარგებელია.

რჩევა 4 - გააფრთხილე ირგვლივ მცხოვრები მეზობლები

მეზობლების გაფრთხილება საჭიროა, რადგან მალე, ხმაურს დაიწყებთ და ყველა ისედაც გაიგებს და უსიამოვნო ეჭვებს დაბადებს. გაფრთხილების შემთხვევაში, ისინი სარემონტო პროცესს უფრო მშვიდად შეხვდებიან, რაც აგარიდებთ სპეციალური სამსახურებიდან სტუმრებს და სხვა უსიამოვნო სიურპრიზებს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა