როგორია უძრავი ქონების სტატისტიკა ბათუმში?
180,000-ზე მეტი მოსახლით ბათუმი საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქად იქცა. უკანასკნელი წლების მანძილზე მისი მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად იზრდება (2014 წელს აქ 150,000 ადამიანი ცხოვრობდა). ყოველდღიურად მრავალი ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, მოთხოვნის ზრდის პარალელურად იმატებს ფასებიც.
2024 წლის მონაცემებით, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასმა 1 კვ.მ.-ზე 1350 აშშ დოლარს გადააჭარბა. ფასები ზრდის ტენდენციას აგრძელებს და ფაქტობრივად არ ჩამოუვარდება დედაქალაქის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ძველ ბინებზე მოთხოვნა მცირდება და მომხმარებლები არჩევანს თანამედროვე კორპუსებზე აკეთებენ. 2024 წლის პირველ ნახევარში ჯამში 7000-ზე მეტი ბინა გაიყიდა. მეორე კვარტალში კი 230 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა.
III კვარტალში ბათუმში ბინები გაძვირდა, გაყიდვები კი გაიზარდა. მესამე კვარტალში ბათუმში ბინების გაყიდვები წლიურად 11%-ით 3,813-მდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 15%-ით გაიზარდა და 198 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას Colliers Georgia აქვეყნებს.
Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბათუმში ივლის-სექტემბერში ბინები გაძვირდა. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,119 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 0.1%-ით, მ²-ზე 1,012 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ამასთან, მხოლოდ სექტემბერში ბათუმში 19%-ით მეტი 1,401 ბინა გაიყიდა, ბაზრის ზომა კი 18%-ით გაიზარდა და 70 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბათუმში 2024 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,126 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, მ²-ზე 988 აშშ დოლარამდე შემცირდა.
სამშენებლო კომპანია SOLIS Residence-ის მიმდინარე პროექტი
სამშენებლო კომპანია SOLIS Residence მომხამრებელს სთავაზობს პრემიუმ-კლასის მასშტაბურ პროექტს, ბათუმში ზღვის პირველ ზოლში, ახალ ბულვარში. 26 სართულიან, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსში ბინები 31 კვ.მ.-დან იწყება. აპარტამენტები ზღვის პანორამული ხედით გამოირჩევა, რამდენიმე მეტრში კი მდებარეობს სავაჭრო ცენტრი Metro city. კომპლექსის ნაწილობრივ აშენებულია მის დასრულებამდე კი 1 წელზე ნაკლები რჩება. შეგიძლია გამოიყენო შანსი და გახდე ბინის მესაკუთრე ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ უბანში! ისარგებლე მოქნილი შემოტავაზებებით.
მეტი ინფორმაციისა და დეტალისთვის ეწვიეთ კომპანიის საიტს ან დაუკავშირდით ნომერზე: 592 90 20 20